სადოქტორო პროგრამის დასახელება: საზოგადოებრივი გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი
დადგენილების ნომერი №32456 (დანართი №75)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო პავლიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც ხელეწიფება პრაქტიკულ სფეროში დამოუკიდებელი მუშაობა და კოლექტიური საქმიანობის წარმართვა;
წვლილი შეიტანოს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და მომავალი თაობის სპეციალისტთა აღზრდაში;
შექმნას და გავრცელოს ახალი ცოდნა და დანერგოს როგორც დარგობრივ კვლევებში, ისე სწავლა-სწავლების პროცესში და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროების განვითარებაში;
კურსდამთავრებულმა შეძლოს საქმიანობის წარმატებით წარმართვა სახელმწიფო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო სტრუქტურებში და კერძო სექტორში, რომლებიც სივრცითი/გარემოს დაგეგმვისა და ანალიზის სფეროში მოქმედებენ;
მოამზადოს კურსდამთავრებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, შესძინოს მას უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად განხორციელება.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ფლობა საზოგადოებრივ გეოგრაფიაში ან სხვა სპეციალობაში;
უცხოური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სადოქტორო - კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსის) წარმოდგენა;
გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორის სადოქტორო კვლევითი პროექტის – პროსპექტურის შესახებ).
ცოდნა და გაცნობიერება:
კრიტიკულად და სიღმისეულად იაზრებს თანამედროვე გეოგრაფიულ კონცეფციებსა და პარადიგმებს, რაც ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა;
კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების რთულ სივრცით-დროით ასპექტებს;
განსაზღვრავს სამეცნიერო კვლევის თანამედროვე და ტრადიციული მეთოდების გამოყენების მიზანშეწონილობას კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად.
უნარები:
ხსნის და ასწავლის საზოგადოებრივ-გეოგრაფიული თეორიების, კონცეფციების, პროცესებისა და მოვლენების ძირითად მახასიათებლებს და სწავლების სხვადასხვა საფეხურზე წარმართავს სფეროს შესაბამის სასწავლო კურსებს;
თავისუფლად ურთიერთობს, წარმართავს დისკუსიებს, ახდენს პრობლემური თემების მიუკერძოებელ და კრიტიკულ ანალიზს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან გეოგრაფიის თემატურ საკითხებზე როგორც მშობლიურ, ისე უცხოურ ენაზე;
დამოუკიდებლად გეგმვას კვლევას და ყველა სტანდარტის დაცვით მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმართავს სამეცნიერო საქმიანობას;
ქმნის სივრცითი/გარემოს დაგეგმვისა და სფეროსთან დაკავშირებულ სხვა თემატურ პროექტებსა თუ შეთავაზებებს და შეიმუშავებს ზოგად-სამეცნიერო რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს (პროფესიული ეთიკა, კულტურული ტოლერანტობა, თანამშრობლობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა) და ხელს უწყობს დარგში პროფესიული ღირებულებების (სანდოობა, პატიოსნება, რელევანტური კანონებისა და მიღებული სტანდარტების დაცვა) დამკვიდრებასა და განმტკიცებას დამოუკიდებლად დაგეგმილი პროექტის განხორციელების პროცესში;
ავლენს ინოვაციურობასა და პასუხისმგებლობას სამეცნიერო ნაშრომის დამოუკიდებლად მომზადების პროცესში;
უძღვება საკუთარ და სხვათა პროფესიულ განვითარებას და ამ მიზნით ხელმძღვანელობს დარგობრივ გუნდს ინტერდისციპლინურ/ ინტერკულტურულ გარემოში.
დასაქმების სფეროები
უმაღლესი საგანმანათლებლო ან კვლევითი დაწესებულებები;
სახელმწიფო, საზოგადოებრივ, კერძო და საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმი და რეკრეაცია; ურბანული სფერო; მიწის მენეჯმენტი; პოლიტიკა, კონფლიქტები, დიპლომატია; სოციალური და კულტურის სფერო; ეკონომიკა და განვითარება; მოსახლეობის საკითხები; სივრცითი დაგეგმარება; ექსპერტიზა ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ.